Posts

Showing posts from January, 2021

COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 28/01/2021

Views:
Image
  1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის: Table 1 : რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 28/01/2021 მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი Rt=0.8 0  0.1 რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი R RKI =0. 82 Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში; R RKI < 1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ვიმყოფებით კლების ფაზაში. გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს . 2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია ბოლო 1 თვის განმავლობაში Figure 1 : შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1. 3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით ბოლო 1 თვის განმავლობაში Figure 2 . რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონებში ბოლო 1 თვის განმავლობაში. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 27/01/2021-სთვის, ანუ 28/01/2021 გამოქვ

პოზიტიურობის მაჩვენებლის შესახებ

Views:
26.01.2021 გაიჟღერა, რომ ეპიდსიტუაციის სამართავად მნიშვნელოვანი პარამეტრი არის ‘პოზიტიურობის მაჩვენებელი’ , და მნიშვნელოვანი შემსუბუქებისთვის საჭიროა, რომ ეს მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-ს. სავარაუდოა, რომ ეს პარამეტრი არის აღებული ჯანმოსა და ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებიდან.  რეალურად ჯანმოს რეკომენდაცია გულისმობს [1], რომ ეპიდსიტუაციის შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის რეპროდუქციის კოეფიციენტი Rt და შემსუბუქებისთვის საჭიროა, რომ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი იყოს სტაბილურად 1-ზე ნაკლები. ჯანმო ასევე იძლევა ბმულს, სადაც ოფიციალურმა სტრუქტურებმა შეიძლება აიღონ პროგრამა R-ში დაწერილი კოდი [2], რომელიც ამ პარამეტრის დათვლის საშუალებას იძლევა. ჩვენი ჯგუფი ნებისმიერ მსურველს რამდენიმე თვეა სთავაზობს MATLAB-ში დაწერილ ანალოგიურ პროგრამას, ხოლო ინტერნეტში იძებნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეპიდ-მოდელირების ჯგუფის მიერ სპეციალურად ფართო გამოყენებისთვის დაწერილი MS Excel ფაილი, რომელიც ასევე ითვლის ამ კოეფიციენტს [3].  ამ ძირით

ეპიდემიის მართვის პოლიტიკაში დაგეგმილი ცვლილებების ანალიზი

Views:
24 იანვარს გამოვაქვეყნეთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის მათემატიკური ანალიზი ( იხილეთ ბმულზე ). ხოლო ეს პოსტი წარმოადგენს, შეზღუდვების მართვის პოლიტიკაში 1 თებერვლიდან დაგეგმილი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი ასპექტების მიმოხილვას. მათემატიკურ ნაწილში წარმოდგენილი მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ბოლოდროინდელი დინამიკა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ დიახ დაგეგმილი შემსუბუქება არის დროული . ცხადია, ასეთი ცვლილებები სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივად ან სრული აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ შეზღუდვების მოხსნის პოლიტიკა თანმიმდევრული უნდა იყოს და ითვალისწინებდეს, როგორც ეპიდემიურ მაჩვენებლებს, ასევე ეკონომიკუ ფაქტორებს. სამწუხაროდ გამოქვეყნებულ გეგმაში არ ყოფილა განმარტებული რა გათვლებს ეფუძნება ეს გეგმა. ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არ ვიცით რა შემსუბუქება რა შედეგს გამოიწვევს, და ამიტომ ეტაპობრივად უნდა შევამსუბუქოთ შეზღუდვებიო. ამ მხრივ, ეპიდემიის დინამიკის მიმდინარე და რესტრო

ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმის შესახებ

Views:
Image
  22.01.2021 გამოქვეყნდა ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც გულისხმობს 1 თებერვლიდან მოლებისა და მაღაზიების გახსნას, 15 თებერვლიდან ბაზრობებისა და რესტორნების გახსნას და 1 მარტიდან სკოლებისა და ტრანსპორტის ამუშავებას. სამწუხაროდ არ ყოფილა განმარტებული რა გათვლებს ეფუძნება ეს გეგმა. ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არ ვიცით რა შემსუბუქება რა შედეგს გამოიწვევს, და ამიტომ ეტაპობრივად უნდა შევამსუბუქოთ შეზღუდვებიო.  რეალურად არსებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას გარკვეულწილად ვიწინასწარმეტყველოთ რის შემსუბუქებას რა შედეგი შეიძლება მოყვეს. 10 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე ჩვენთან მოქმედებდა შეზღუდვების ასეთი რეჟიმი: კომენდანტის საათი 22.00-დან, სკოლები დახურულია, მუშაობს ტრანსპორტი, ბაზრობები, მაღაზიები და მოლები. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ასეთ რეჟიმში რეპროდუქციის ეფექტური კოეფიციენტი იყო Rt=1.07, ანუ ვიმყოფებოდით მცირე ზრდის ფაზაში. 10 ნოემბრის მდგომარეობით ქვეყანაში იყო 65’000 გამოვლენილი შემთხვევა, ხოლო 23.01.2021 მდგომარეობით არის 252’000 შემთხვევა,

COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 23/01/2021

Views:
Image
  COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 23/01/2021 1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის: Table 1 : რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 23/01/2021 მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი Rt=0.83  0.1 რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი R RKI =1.0 Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში; R RKI =1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) სიტუაცია იყო მეტ-ნაკლებად მუდმივი. გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს . 2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია ბოლო 1 თვის განმავლობაში Figure 1 : შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1. 3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით ბოლო 1 თვის განმავლობაში Figure 2 . რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონებში ბოლო 1 თვის განმავლობაში. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეე

2020 წლის შემოდგომაზე ლოქდაუნის გამოცხადების შესაძლო სცენარების ანალიზი

Views:
Image
  2020 წლის შემოდგომაზე ლოქდაუნის გამოცხადების შესაძლო სცენარების ანალიზი პანდემიის პირველი ტალღის ანალიზის შედეგად საყოველთაოდ ცნობილი გახდა [1-7], რომ პანდემიის მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შეზღუდვების დროული დაწესება. ცნობილია [2-4], რომ პირველი ტალღის დროს ლოქდაუნის სულ რაღაც 1-2 კვირით ადრე შემოღებას შეეძლო სიკვდილიანობის მაჩვენებლების 2-ჯერ შემცირება, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ქვეყნებში. საქართველოში პირველი (გაზაფხულის) ტალღა არ გვქონია და პანდემიის მართვის მხრივ ზაფხულის ბოლოს ყველა შესაძლო პარამეტრით ვიყავით მოწინავე ქვეყანა. გასაგებია, რომ ასეთი სიტუაცია სამწუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა, და სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს უნდა ჰქონოდა (და იმედია ჰქონდა) შემუშავებული ცხადი წესები, სწრაფი ზრდის (ტალღის საწყისი, ექსპონენციალური ზრდის ეტაპი) დაწყების შემთხევვაში პარამეტრების რა მნიშვნელობების მიღწევის დროს დაიწყებოდა შეზღუდვების შემოღება. ასეთი ჯებირული პარამეტრი შეიძლება ყოფილიყო: ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 72 ადამიანი 1მლნ მოსახლეზ

COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 14/01/2021

Views:
Image
  COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 14/01/2021 1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის: Table 1 : რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 14/01/2021 მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი Rt=1.11  0.1 რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი R RKI =1.0 Rt>1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება მცირე ზრდის ფაზაში, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში რეპროდუქციის კოეფიციენტის ზრდა დაკავშირებული უნდა იყოს სადღესასწაულო დღეებში ჩატარებული ტესტების რაოდენობის შემცირებასთან. R RKI >1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ადგილი ჰქონდა ზრდის ტენდენციას, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ინდექსის დიდი მნიშვნელობა დაკავშირებულია საახალწლო დღეებში ჩარატებული ტესტების არათანაბარ რაოდენობასთან. გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს . 2. მყისიერი რეპროდუქციი

COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 06/01/2021

Views:
Image
COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა  06/01/2021   1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის: Table 1 : რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 29/12/2020 მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი Rt=0.73  0.1 რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი R RKI =1.11 Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში. R RKI >1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ადგილი ჰქონდა ზრდის ტენდენციას, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ინდექსის დიდი მნიშვნელობა დაკავშირებულია საახალწლო დღეებში ჩარატებული ტესტების არათანაბარ რაოდენობასთან. გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს . 2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია ბოლო 1 თვის განმავლობაში Figure 1 : შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1. 3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვი

ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებში გარდაცვალების პროცენტის შეფასება

Views:
Image
ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებში გარდაცვალების პროცენტის შეფასება ჩვენთან არ ქვეყნდება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ( ფხვ ) მყოფი პაციენტების გარდაცვალება / გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლ ები . მე შევაფასე გარდაცვლილთა წილი სხვა ქვეყნების მონაცემების ექსტრაპოლაციით . სახელდობრ, ფხვ რეჟიმში პაციენტის მიერ გატარებული დრო (10.12დღე) ავიღეთ [1] მეტა-ანალიზიდან. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ გარდაცვლილი პაციენტი საგრძნობლად ნაკლებ დროს ატარებს ფხვ რეჟიმში ვიდრე გადარჩენილი. გადრაცვლილი პაციენტის მიერ ფხვ რეჟიმში გატარებული დროის შეფასება (8.5 დღე) განხორციელებული იქნა ბრიტანეთის მონაცემების გამოყენებით [2]. საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ნოემბრის თვიდან ქვეყნდება ფხვ მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა, ისევე როგორც გარდაცვლილთა რაოდენობა. ამ მონაცემების გამოყენებით შესაძლოა ფხვ პაციენებში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებლის შეფასება. შედეგები მოცემულია გრაფიკზე. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში/რეგიონებში, სადაც სრუ