ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებში გარდაცვალების პროცენტის შეფასება

Views:

ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებში გარდაცვალების პროცენტის შეფასება

ჩვენთან არ ქვეყნდება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე (ფხვ) მყოფი პაციენტების გარდაცვალება/გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლები. მე შევაფასე გარდაცვლილთა წილი სხვა ქვეყნების მონაცემების ექსტრაპოლაციით. სახელდობრ, ფხვ რეჟიმში პაციენტის მიერ გატარებული დრო (10.12დღე) ავიღეთ [1] მეტა-ანალიზიდან. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ გარდაცვლილი პაციენტი საგრძნობლად ნაკლებ დროს ატარებს ფხვ რეჟიმში ვიდრე გადარჩენილი. გადრაცვლილი პაციენტის მიერ ფხვ რეჟიმში გატარებული დროის შეფასება (8.5 დღე) განხორციელებული იქნა ბრიტანეთის მონაცემების გამოყენებით [2]. საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ნოემბრის თვიდან ქვეყნდება ფხვ მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა, ისევე როგორც გარდაცვლილთა რაოდენობა. ამ მონაცემების გამოყენებით შესაძლოა ფხვ პაციენებში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებლის შეფასება. შედეგები მოცემულია გრაფიკზე.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში/რეგიონებში, სადაც სრულიად მოუმზადებელი შეხვდნენ ეპიდემიას, გარდაცვალება დგებოდა ზემოთ მოყვანილ დროზე გაცილებით სწრაფად. მაგალითად ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში 1 წლის წინ [1,3] და პაკისტანში ზაფხულში [4] სიკვდილიანობა 94-97% იყო და გარდაცვლილი 5-6 დღე ატარებდა აპარატზე.

როგორც ზევით აღინიშნა, ჩვენი შეფასებით გარდაცვალებამდე ვენტილაციის დრო საქართველოში 8.5 დღეა, ხოლო სიკვდილიანობა დაახლოებით 80%. ეს შედეგი კარგ თანხვედრაშია ქართველი რეანიმატოლოგების შეფასებებთან (10დღე და 80%, ზეპირი გამოკითხვა).

ის გარემოება, რომ ბოლო კვირებში სიკვდილიანობის %-ეცემა ტიპიურია, ბრიტანეთში მარტში სიკვდილიანობა იყო 60% ხოლო მაისში დავიდა 40% [5]. ყველაზე პრობლემური მიღებულ შედეგებში ის არის, რომ ჩვენ 80% სიკვდილიანობა გვქონდა ნოემბერში და დეკემბრის პირველ ნახევარში, ანუ 8-თვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ.

-------------------------------------------------------------------------

[1] https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.08.16.20035691v1

[2] https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.07.17.20155218v5

[3] https://www.atsjournals.org/doi/full/10.1164/rccm.202003-0736LE

[4] https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7657313/

[5] https://www.ndtv.com/world-news/coronavirus-fewer-covid-19-deaths-in-icu-suggest-hospital-care-improving-study-2264244

------------------------------------------------------------------------------



გიგა ღოღობერიძე,

ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

05/01/2021



Comments