Posts

Showing posts from February, 2021

რამდენად იმოქმედა მობილობაზე მოლების გახსნამ 1 თებერვალს

Views:
Image
01.02.2021 მოხდა ლოქდაუნის პირველი შემსუბუქება - ამუშავდნენ სავაჭრო ცენტრები.  შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება იწვევს კონტაქტების ან/და მობილობის ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს ინფიცირების შემთხვევების ზრდას. მაგრამ, როგორც ცნობილია, გადამდები კონტაქტიდან ინფიცირების დადასტურებამდე დროის პერიოდი შეადგენს 10-14 დღეს. ამიტომ 1 თებერვალს გაზრდილი მობილობის ასახვა გამოვლენილ შემთხვევებში მოხდება ამ კვირის ბოლოს (ანუ 12-14 თებერვალს). ამიტომ, სტანდარტული მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, შემსუბუქების შედეგების ანალიზი შესაძლებელია მინიმუმ 2 კვირიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.  ყველაფერი შეიცვალა COVID-19 პანდემიის დროს, როდესაც მეცნიერების დასახმარებლად Apple, Google & Facebook-მა გაასაჯაროეს მონაცემები ამა თუ იმ რეგიონში მოსახლეობის ყოველდღიური მობილობის შესახებ. ეს მონაცემები რამდენიმე დღეში ხდება ცნობილი. ვინაიდან მობილობა ძლიერად კორელირებს კორონავირუსის გადაცემასთან (ანუ იმასთან, თუ რამდენი დადასტურებული შემთხვევა იქნება ფიქსირებული ამ დღიდან 10-14 დღის შემდეგ), მათი საშუალებით შ

COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 08/02/2021

Views:
Image
1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის: Table 1 : რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 08/01/2021 მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი Rt=0.88  0.1 რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი R RKI =0.78 Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში; R RKI <1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ვიმყოფებით კლების ფაზაში. გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს . 2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია ბოლო 1 თვის განმავლობაში Fig ure 1 : შ ავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1. 3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით ბოლო 1 თვის განმავლობაში Figur e 2 . რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონებში ბოლო 1 თვის განმავლობაში. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 07/02/2021-სთვის, ანუ 08/02S/2021 გა