22.01.2021 გამოქვეყნდა ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც გულისხმობს 1 თებერვლიდან მოლებისა და მაღაზიების გახსნას, 15 თებერვლიდან ბაზრობებისა და რესტორნების გახსნას და 1 მარტიდან სკოლებისა და ტრანსპორტის ამუშავებას. სამწუხაროდ არ ყოფილა განმარტებული რა გათვლებს ეფუძნება ეს გეგმა. ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არ ვიცით რა შემსუბუქება რა შედეგს გამოიწვევს, და ამიტომ ეტაპობრივად უნდა შევამსუბუქოთ შეზღუდვებიო. რეალურად არსებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას გარკვეულწილად ვიწინასწარმეტყველოთ რის შემსუბუქებას რა შედეგი შეიძლება მოყვეს. 10 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე ჩვენთან მოქმედებდა შეზღუდვების ასეთი რეჟიმი: კომენდანტის საათი 22.00-დან, სკოლები დახურულია, მუშაობს ტრანსპორტი, ბაზრობები, მაღაზიები და მოლები. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ასეთ რეჟიმში რეპროდუქციის ეფექტური კოეფიციენტი იყო Rt=1.07, ანუ ვიმყოფებოდით მცირე ზრდის ფაზაში. 10 ნოემბრის მდგომარეობით ქვეყანაში იყო 65’000 გამოვლენილი შემთხვევა, ხოლო 23.01.2021 მდგომარეობით არის 252’000 შ...