COVID-19 მობილობის მონაცემები და იმპერიალ კოლეჯის მოდელის პროგნოზი

Views:

 



COVID-19 მობილობის მონაცემები და იმპერიალ კოლეჯის მოდელის პროგნოზი

1. მობილურობის კლება პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით ბოლო 2 თვის განმავლობაში (ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემები)


 

როგორც ვხედავთ, 10 ნოემბერს შემოღებულმა შეღუდვებმა გამოიწვია მობილობის შემცირება 25%, ხოლო 28 ნოემბრის ლოქდაუნმა დაახლოებით 40%-ით.

 

2. პროექცია, რა მოხდება თუ არსებული რეჟიმი შენარჩუნდა და მისი 50% შემსუბუქების შემთხვევაში (იმპერიალ კოლეჯის მოდელის მიხედვით).



  • არსებული რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაში ინფიცირების რაოდენობის ყოველკვირეული შემცირება იქნება 17-20%,

  • ხოლო 50% შემსუბუქების შემთხვევაში, რაც (მობილობის გრაფიკის მიხედვით) დაახლოებით 10.11.2020-მდელ სიტუაციას შეესაბამება, გვექვება ყოველკვირეული ზრდა ასევე დაახლოებით 20% ოდენობით.



მომავალში ჩვენ შევეცდებით დავუმატოთ სხვადასხვა მოდელების პროგნოზები ეპიდემიის სხვა მახასიათებლების შესახებ.

ზემოთ მოყვანილი 4 დაწესებულებიდან 3-ის უმაღლესი რეპუტაცია არანაირ ეჭვს არ იწვევს: LANL - ლეგენდარული ნაციონალური ლაბორატორიაა, სადაც ატომური ბომბი შეიქმნა; MIT - ამერიკული უნივერსიტეტების პირველ სამეულშია ყველა არსებული რეიტინგით, ხოლო იმპერიალ კოლეჯი ბრიტანეთის მეორე უმაღლესი სასწავლებელია კემბრიჯის შემდეგ. რაც შეეხება IHME-ს, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. ეს ინსტიტუტი 2007 წელს შეიქმნა. ვიკიპედიის გვერდი მის შესახებ მონიშნულია, როგორც ‘This article contains content that is written like an advertisement.’ ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს გვერდი მხოლოდ 2 ენაზე არის თარგმნილი. მაგრამ ყველაზე დიდი რეპუტაციული ზარალი IHME-მ სწორედ მიმდინარე პანდემიის პირველ ეტაპზე მიიღო. პანდემიის განვითარების პირველ ეტაპზე, როდესაც აშშ დიდ სირთულეებს წააწყდა, გაირკვა, რომ IHME-ს ანალიზი და პროგნოზები სრულიად არარეალისტური იყო, რაც განპირობებული იყო მათ მიერ დამუშავებული სუსტი მოდელით (IHME-CurveFit მათივე დოკუმენტაციის მიხედვით). ამის შედეგად IHME მძლავრი კრიტიკის ობიექტი გახდა (https://www.statnews.com/2020/04/17/influential-covid-19-model-uses-flawed-methods-shouldnt-guide-policies-critics-say/ ) და უკვე მაისში იძულებული იყო უარი ეთქვა თავის პირვანდელ ეპიდემიოლოგიურ მოდელზე და გადასულიყვნენ Imperial-ის მსგავს მოდელზე (IHME-Hybrid SEIR მათი დოკუმენტაციით). ამ ორგანიზაციის არსებული მოდელის მთავარი უპირატესობაა მისი საიტის სიმარტივე და მოხერხებულობა, რაც განაპირობებს მის პოპულარობას ფართო წრეებში.



დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი

გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ბიძინა შერგელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge

ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge

მონაცემების მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით გივი მომცელიძეს

21/12/2020



Comments