COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 20/12/2020
COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 20/12/2020
1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის:
Table 1: რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 20/12/2020
მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი |
Rt=0.80±0.1 |
რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი |
RRKI=0.77 |
Rt>1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება ზრდის ფაზაში (Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში);
RRKI>1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ადგილი ჰქონდა ზრდის ტენდენციას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს.
2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია ბოლო 1 თვის განმავლობაში
Figure 1: შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1.
19.12.2020 მონაცემით Rt<0.81.
3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით ბოლო 1 თვის განმავლობაში
Figure 2. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონებში ბოლო 1 თვის განმავლობაში. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 19/12/2020-სთვის, ანუ 20/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.
როგორც გრაფიკებიდან ჩანს ყველა რეგიონში Rt<1 და კლების სტადიაშია. ამასთან 19.12.2020 მონაცემით თბილისისთვის Rt=0.83.
დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი
გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge
ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge
მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge
კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge
მონაცემების მოწოდებისთვის, დიდი მადლობა გივი მომცელიძეს.
20/12/2020
Comments
Post a Comment