COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 17/12/2020
COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 17/12/2020
1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის:
Table 1: რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 17/12/2020
მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი |
Rt=0.87±0.1 |
რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი |
RRKI=0.76 |
Rt>1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება ზრდის ფაზაში (Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში);
RRKI>1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ადგილი ჰქონდა ზრდის ტენდენციას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს.
2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია 01/11/20 შემდეგ
Figure 1: შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1.
ის ფაქტი რომ ბოლო კვირის განმავლობაში Rt<1 ნიშნავს, რომ:
სტაბილურად ვიმყოფებით კლების ფაზაში;
3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით 01/11/2020-ის შემდეგ.
Figure 2. რეპროდუქციის კოეფიციენტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 16/12/2020-სთვის, ანუ 17/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.
გრაფიკი 3. რეპროდუქციის კოეფიციენტი ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და გურიაში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 16/12/2020-სთვის, ანუ 17/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.
გრაფიკი 4. რეპროდუქციის კოეფიციენტი სამეგრელოში, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 16/12/2020-სთვის, ანუ 17/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.
როგორც გრაფიკებიდან ჩანს ყველა რეგიონში Rt<1 და კლების სტადიაშია.
4. კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით ბოლო 3 დღის განმავლობაში
გრაფიკი 5. კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში (14-16.12.2020, ანუ მოიცავს 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებს) რეგიონების მიხედვით. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონაცემები არ არის მოყვანილი სტაისტიკური არასანდოობის გამო.
კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტს დიდი ცდომილება ახასიათებს ქვეყნის მასშტაბითაც კი. ამიტომ, კონკრეტული რეგიონისთვის RRKI-ს მნიშვნელობა არ შეიძლება უშუალოდ იქნას გამოყენებული რაიმე დასკვნების გამოსატანად. ამ მონაცემების დანიშნულება არის უფრო ‘მაღვიძარა’-ს ფუნქცია, რომ რომელიმე რეგიონში ლოკალური მიკროაფეთქების საშიშროება არ გამოგვეპაროს.
5. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის პროგნოზი lockdown-ის შემოღების შემდეგ კვირაში, ანუ 29/11/2020-05/12/2020 პერიოდში, გაკეთებული შემოღების მომენტში (იხილეთ 28/11/2020 მიმოხილვა).
თუკი 22/11/20-28/11/20 პერიოდში (7 დღე) სულ დაფიქსირდა 27258 დადატურებული შემთხვევა (დღეში საშუალოდ 3894), მაშინ (იმ დაშვებით, რომ მომდევნო 7 დღის განმავლობაში Rt დარჩება ცხრილში 1 მითითებულ ცდომილების ინტერვალში და ჩატარებული ტესტების რაოდენობა დაახლოებით იგივე იქნებოდა) მოსალოდნელი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 30500±4000, ანუ დღეში საშუალოდ 4350 შემთხვევა.
ვინაიდან Lockdown-ის გამოცხადებიდან მეორე კვირაში უკვე უნდა გამოჩნდეს მისი შედეგები (უფრო ზუსტად იმის ანალიზს, როდის უნდა ველოდოთ Lockdown-ის პირველ შედეგებს ხვალ ან ზეგ შემოგთავაზებთ), არსებულ მასალაზე დაყრდნობით უფრო გრძელ დროის შუალედზე პროგნოზირებას აზრი არ აქვს.
დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი
გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge
ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge
მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge
კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge
მონაცემების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით გივი მომცელიძეს
17/12/2020
Comments
Post a Comment