COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 11/12/2020

Views:

 

1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის:

Table 1: რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 11/12/2020

მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი

Rt=1.050.1

რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი

RRKI=1.05



  • Rt>1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება ზრდის ფაზაში (Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში);

  • RRKI>1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ადგილი ჰქონდა ზრდის ტენდენციას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს.



2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია 01/11/20 შემდეგ

Figure 1: შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1.

ის ფაქტი რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში Rt>1 ნიშნავს, რომ:

  • მთელი ეს პერიოდი სტაბილურად ვიმყოფებით (მცირე) ზრდის ფაზაში;

  • Lockdown-ის შემოღების გარეშე არ არსებობდა რაიმე წინაპირობა ან ნიშანი, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში მოსალოდნელი იყო კლების ფაზაში გადასვლა;

3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით 01/11/2020-ის შემდეგ.

Figure 2. რეპროდუქციის კოეფიციენტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 10/12/2020-სთვის, ანუ 11/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.

გრაფიკი 3. რეპროდუქციის კოეფიციენტი ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და გურიაში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 10/12/2020-სთვის, ანუ 11/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.

გრაფიკი 4. რეპროდუქციის კოეფიციენტი სამეგრელოში, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 10/12/2020-სთვის, ანუ 11/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.

როგორც გრაფიკებიდან ჩანს რეგიონების უმეტესობაში Rt ნელი კლების სტადიაშია. ძალიან კარგი დინამიკაა აჭარაში, სადაც Rt სტაბილურად <1.

4. კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით ბოლო 3 დღის განმავლობაში

გრაფიკი 5. კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში (04-06.12.2020, ანუ მოიცავს 07 დეკემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებს) რეგიონების მიხედვით. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონაცემები არ არის მოყვანილი სტაისტიკური არასანდოობის გამო.

კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტს დიდი ცდომილება ახასიათებს ქვეყნის მასშტაბითაც კი. ამიტომ, კონკრეტული რეგიონისთვის RRKI-ს მნიშვნელობა არ შეიძლება უშუალოდ იქნას გამოყენებული რაიმე დასკვნების გამოსატანად. ამ მონაცემების დანიშნულება არის უფრო ‘მაღვიძარა’-ს ფუნქცია, რომ რომელიმე რეგიონში ლოკალური მიკროაფეთქების საშიშროება არ გამოგვეპაროს.

5. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის პროგნოზი lockdown-ის შემოღების შემდეგ კვირაში, ანუ 29/11/2020-05/12/2020 პერიოდში, გაკეთებული შემოღების მომენტში (იხილეთ 28/11/2020 მიმოხილვა).

თუკი 22/11/20-28/11/20 პერიოდში (7 დღე) სულ დაფიქსირდა 27258 დადატურებული შემთხვევა (დღეში საშუალოდ 3894), მაშინ (იმ დაშვებით, რომ მომდევნო 7 დღის განმავლობაში Rt დარჩება ცხრილში 1 მითითებულ ცდომილების ინტერვალში და ჩატარებული ტესტების რაოდენობა დაახლოებით იგივე იქნებოდა) მოსალოდნელი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 305004000, ანუ დღეში საშუალოდ 4350 შემთხვევა.

ვინაიდან Lockdown-ის გამოცხადებიდან მეორე კვირაში უკვე უნდა გამოჩნდეს მისი შედეგები (უფრო ზუსტად იმის ანალიზს, როდის უნდა ველოდოთ Lockdown-ის პირველ შედეგებს ხვალ ან ზეგ შემოგთავაზებთ), არსებულ მასალაზე დაყრდნობით უფრო გრძელ დროის შუალედზე პროგნოზირებას აზრი არ აქვს.



დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი

გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge

მონაცემების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით გივი მომცელიძეს

11/12/2020

Comments