COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 07/12/2020

Views:

 

COVID-19 ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 07/12/2020



1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის:

Table 1: რეპროდუქციის კოეფიციენტები საქართველოსთვის 07/12/2020

მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი

Rt=1.070.1

რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი

RRKI=1.14



  • Rt>1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება ზრდის ფაზაში (Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში);

  • RRKI>1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ადგილი ჰქონდა ზრდის ტენდენციას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ კოეფიციენტს შედარებით დიდი მერყეობა ახასიათებს.



2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია 01/11/20 შემდეგ



Figure 1: შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1.



ის ფაქტი რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში Rt>1 ნიშნავს, რომ:

  • მთელი ეს პერიოდი სტაბილურად ვიმყოფებით (მცირე) ზრდის ფაზაში;

  • Lockdown-ის შემოღების გარეშე არ არსებობდა რაიმე წინაპირობა ან ნიშანი, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში მოსალოდნელი იყო კლების ფაზაში გადასვლა;



3. რეპროდუქციის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით 01/11/2020-ის შემდეგ.



Figure 2. რეპროდუქციის კოეფიციენტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 06/12/2020-სთვის, ანუ 07/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.



გრაფიკი 3. რეპროდუქციის კოეფიციენტი ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და გურიაში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 06/12/2020-სთვის, ანუ 07/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.


გრაფიკი 4. რეპროდუქციის კოეფიციენტი სამეგრელოში, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში 01/11/2020-ის შემდეგ. გრაფიკზე მოყვანილი რიცხვი შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობას 06/12/2020-სთვის, ანუ 07/12/2020 გამოქვეყნებული შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით.

როგორც გრაფიკებიდან ჩანს რეგიონების უმეტესობაში Rt ნელი კლების სტადიაშია. ძალიან საყურადღებოდ გამოიყურება მდგომარება შიდა ქართლში, სადაც გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა (ასევე იხილეთ გრაფიკი 5). ძალიან კარგი დინამიკაა აჭარაში, სადაც Rt სტაბილურად <1.

4. კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით ბოლო 3 დღის განმავლობაში



გრაფიკი 5. კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში (04-06.12.2020, ანუ მოიცავს 07 დეკემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებს) რეგიონების მიხედვით. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონაცემები არ არის მოყვანილი სტაისტიკური არასანდოობის გამო.

კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტს დიდი ცდომილება ახასიათებს ქვეყნის მასშტაბითაც კი. ამიტომ, კონკრეტული რეგიონისთვის RRKI-ს მნიშვნელობა არ შეიძლება უშუალოდ იქნას გამოყენებული რაიმე დასკვნების გამოსატანად. ამ მონაცემების დანიშნულება არის უფრო ‘მაღვიძარა’-ს ფუნქცია, რომ რომელიმე რეგიონში ლოკალური მიკროაფეთქების საშიშროება არ გამოგვეპაროს.

ყურადღებას იპყრობს მდგომარეობა შიდა ქართლში, სადაც ლოკალურად RRKI გადაცდა 2-ს. ის, რომ დღევანდელი მნიშვნელობა საგრძნობლად მცირეა, გამოწვეულია იმით, რომ გუშინ ნაკლები ტესტი ჩატარდა, და შესაბამისად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამაც მოიკლო.

5. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის პროგნოზი lockdown-ის შემოღების შემდეგ კვირაში, ანუ 29/11/2020-05/12/2020 პერიოდში, გაკეთებული შემოღების მომენტში (იხილეთ 28/11/2020 მიმოხილვა).

თუკი 22/11/20-28/11/20 პერიოდში (7 დღე) სულ დაფიქსირდა 27258 დადატურებული შემთხვევა (დღეში საშუალოდ 3894), მაშინ (იმ დაშვებით, რომ მომდევნო 7 დღის განმავლობაში Rt დარჩება ცხრილში 1 მითითებულ ცდომილების ინტერვალში და ჩატარებული ტესტების რაოდენობა დაახლოებით იგივე იქნებოდა) მოსალოდნელი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 305004000, ანუ დღეში საშუალოდ 4350 შემთხვევა.

ვინაიდან Lockdown-ის გამოცხადებიდან მეორე კვირაში უკვე უნდა გამოჩნდეს მისი შედეგები (უფრო ზუსტად იმის ანალიზს, როდის უნდა ველოდოთ Lockdown-ის პირველ შედეგებს ხვალ ან ზეგ შემოგთავაზებთ), არსებულ მასალაზე დაყრდნობით უფრო გრძელ დროის შუალედზე პროგნოზირებას აზრი არ აქვს.



დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი

გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge

მონაცემების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით გივი მომცელიძეს

07/12/2020



Comments