მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 30/11/2020
მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა 30/11/2020
1. რეპროდუქციის კოეფიციენტების მიმდინარე მნიშვნელობა:
Table 1: რეპროდუქციის კოეფიციენტები 30/11/2020
მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტი |
Rt=1.06±0.1 |
რობერტ კოხის ინსტიტუტის კოეფიციენტი |
RRKI=1.21 |
Rt>1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება ზრდის ფაზაში (Rt<1 ნიშნავს, რომ ეპიდემია იმყოფება კლების ფაზაში);
RRKI>1 ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ლოკალურად) ასევე ადგილი ჰქონდა ზრდის ტენდენციას;
2. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ევოლუცია 01/11/20 შემდეგ
Figure 1: შავი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს კრიტიკულ მნიშვნელობას Rt=1.
ის ფაქტი რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში Rt>1 ნიშნავს, რომ:
მთელი ეს პერიოდი სტაბილურად ვიმყოფებით ზრდის ფაზაში;
Lockdown-ის შემოღების გარეშე არ არსებობდა რაიმე წინაპირობა ან ნიშანი, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში მოსალოდნელი იყო კლების ფაზაში გადასვლა;
3. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის პროგნოზი 29/11/2020-05/12/2020 პერიოდში
თუკი 22/11/20-28/11/20 პერიოდში (7 დღე) სულ დაფიქსირდა 27258 დადატურებული შემთხვევა (დღეში საშუალოდ 3894), მაშინ (იმ დაშვებით, რომ მომდევნო 7 დღის განმავლობაში Rt დარჩება ცხრილში 1 მითითებულ ცდომილების ინტერვალში და ჩატარებული ტესტების რაოდენობა დაახლოებით იგივე იქნება) მოსალოდნელი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 30500±4000, ანუ დღეში საშუალოდ 4350 შემთხვევა.
ვინაიდან Lockdown-ის გამოცხადებიდან მეორე კვირაში უკვე უნდა გამოჩნდეს მისი შედეგები (უფრო ზუსტად იმის ანალიზს, როდის უნდა ველოდოთ Lockdown-ის პირველ შედეგებს ხვალ ან ზეგ შემოგთავაზებთ), არსებულ მასალაზე დაყრდნობით უფრო გრძელ დროის შუალედზე პროგნოზირებას აზრი არ აქვს.
4. მდგომარეობა რეგიონალურ ჭრილში
Figure 2. კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში (28-30.11.2020) რეგიონების მიხედვით. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონაცემები არ არის მოყვანილი სტაისტიკური არასანდოობის გამო.
კოხის ინსტიტუტის რეპროდუქციის კოეფიციენტს დიდი ცდომილება ახასიათებს ქვეყნის მასშტაბითაც კი. ამიტომ, კონკრეტული რეგიონისთვის RRKI-ს მნიშვნელობა არ შეიძლება უშუალოდ იქნას გამოყენებული რაიმე დასკვნების გამოსატანად. ამ მონაცემების დანიშნულება არის უფრო ‘მაღვიძარა’-ს ფუნქცია, რომ რომელიმე რეგიონში ლოკალური მიკროაფეთქების საშიშროება არ გამოგვეპაროს.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, დღეის მონაცემებით საგანგაშო სიტუაცია (რომელიც ნამდვილად იქნებოდა RRKI>2 შემთხვევაში) არცერთ წარმოდგენილ რეგიონში არ არის.
დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი
გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge
ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge
მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge
კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge
30/11/2020
Comments
Post a Comment