რამდენად იმოქმედა მობილობაზე მოლების გახსნამ 1 თებერვალს
Views:
01.02.2021 მოხდა ლოქდაუნის პირველი შემსუბუქება - ამუშავდნენ სავაჭრო ცენტრები. შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება იწვევს კონტაქტების ან/და მობილობის ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს ინფიცირების შემთხვევების ზრდას. მაგრამ, როგორც ცნობილია, გადამდები კონტაქტიდან ინფიცირების დადასტურებამდე დროის პერიოდი შეადგენს 10-14 დღეს. ამიტომ 1 თებერვალს გაზრდილი მობილობის ასახვა გამოვლენილ შემთხვევებში მოხდება ამ კვირის ბოლოს (ანუ 12-14 თებერვალს). ამიტომ, სტანდარტული მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, შემსუბუქების შედეგების ანალიზი შესაძლებელია მინიმუმ 2 კვირიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. ყველაფერი შეიცვალა COVID-19 პანდემიის დროს, როდესაც მეცნიერების დასახმარებლად Apple, Google & Facebook-მა გაასაჯაროეს მონაცემები ამა თუ იმ რეგიონში მოსახლეობის ყოველდღიური მობილობის შესახებ. ეს მონაცემები რამდენიმე დღეში ხდება ცნობილი. ვინაიდან მობილობა ძლიერად კორელირებს კორონავირუსის გადაცემასთან (ანუ იმასთან, თუ რამდენი დადასტურებული შემთხვევა იქნება ფიქსირებული ამ დღიდან 10-14 დღის შემდეგ), მათი საშ...