COVID-19 ეპიდემიის განვითარების პროგნოზი 21.12.2020-27.12.2020 კვირაში სხვადასხვა მოდელების მიხედვით

Views:

COVID-19 ეპიდემიის განვითარების პროგნოზი

21.12.2020-27.12.2020 კვირაში სხვადასხვა მოდელების მიხედვით

გარდა მყისიერ რეპროდუქციის კოეფიციენტზე დაფუძნებული მოდელისა (IRN), რომელსაც ჩვენს მსგავსად ბევრი ჯგუფი იყენებს (მაგალითად ჟენევის უნივერსიტეტის ჯგუფი https://renkulab.shinyapps.io/COVID-19-Epidemic-Forecasting/) არსებობს პანდემიის პროგნოზირების გაცილებით უფრო კომპლექსური მოდელები, რომელთა შორის პოპულარულია შემდეგი ოთხი

ყველა ეს მოდელი განსხვავებულ მიდგომებზეა დაფუძლებული და შესაბამისად თითოეულ მათგანს თავისი ძლიერი და სუსტი მხარები გააჩნია. სხვადასხვა მოდელები პროგნოზირებენ სხვადასხვა სიდიდეებს და ამიტომ მათი პროგნოზების შედარება ტრივიალური ამოცანა არ არის.

ჩვენ დავიწყებთ დადასტურებული შემთხვევების პროგნოზით. ამ სიდიდის პროგნოზს იძლევა შემდეგი მოდელები IRN, LANL-COFFEE და MIT-DELPHI.

წინა კვირაში (14.12-20.12) სულ დაფიქსირებული იყო 18399 შემთხევა. მომდევნო კვირისთვის სხვადასხვა მოდელების პროგნოზი ასეთია:

მოდელი

პროგნოზი 21.12.2020-27.12.2020 კვირისთვის

IRN:


135002500, ანუ შემთხვევათა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მოიკლებს 26%-ით (რაც შეესაბამება Rt=0.79).

LANL-COFFEE

14000, ანუ შემთხვევათა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მოიკლებს 24%-ით.

MIT-DELPHI

15000, ანუ შემთხვევათა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მოიკლებს 19%-ით.

ცხრილი 1. სხვადასხვა მოდელების პროგნოზი დადასტურებული შემთვევებისთვის.

მომავალში ჩვენ შევეცდებით დავუმატოთ სხვადასხვა მოდელების პროგნოზები ეპიდემიის სხვა მახასიათებლების შესახებ.

ზემოთ მოყვანილი 4 დაწესებულებიდან 3-ის უმაღლესი რეპუტაცია არანაირ ეჭვს არ იწვევს: LANL - ლეგენდარული ნაციონალური ლაბორატორიაა, სადაც ატომური ბომბი შეიქმნა; MIT - ამერიკული უნივერსიტეტების პირველ სამეულშია ყველა არსებული რეიტინგით, ხოლო იმპერიალ კოლეჯი ბრიტანეთის მეორე უმაღლესი სასწავლებელია კემბრიჯის შემდეგ. რაც შეეხება IHME-ს, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. ეს ინსტიტუტი 2007 წელს შეიქმნა. ვიკიპედიის გვერდი მის შესახებ მონიშნულია, როგორც ‘This article contains content that is written like an advertisement.’ ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს გვერდი მხოლოდ 2 ენაზე არის თარგმნილი. მაგრამ ყველაზე დიდი რეპუტაციული ზარალი IHME-მ სწორედ მიმდინარე პანდემიის პირველ ეტაპზე მიიღო. პანდემიის განვითარების პირველ ეტაპზე, როდესაც აშშ დიდ სირთულეებს წააწყდა, გაირკვა, რომ IHME-ს ანალიზი და პროგნოზები სრულიად არარეალისტური იყო, რაც განპირობებული იყო მათ მიერ დამუშავებული სუსტი მოდელით (IHME-CurveFit მათივე დოკუმენტაციის მიხედვით). ამის შედეგად IHME მძლავრი კრიტიკის ობიექტი გახდა (https://www.statnews.com/2020/04/17/influential-covid-19-model-uses-flawed-methods-shouldnt-guide-policies-critics-say/ ) და უკვე მაისში იძულებული იყო უარი ეთქვა თავის პირვანდელ ეპიდემიოლოგიურ მოდელზე და გადასულიყვნენ Imperial-ის მსგავს მოდელზე (IHME-Hybrid SEIR მათი დოკუმენტაციით). ამ ორგანიზაციის არსებული მოდელის მთავარი უპირატესობაა მისი საიტის სიმარტივე და მოხერხებულობა, რაც განაპირობებს მის პოპულარობას ფართო წრეებში.



დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი

გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ბიძინა შერგელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge

ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge

კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

მონაცემების მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით გივი მომცელიძეს.

21/12/2020



Comments